შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წამყვრნის ნათელი დღის აღსარება

ზვ ია დი 4 წლის წინ
წამყვრნის ნათელი დღის აღსარება
ღამის დუმილზე უფრო მეტია,
ამ გაშიშვლებულ სულზე ღამდება
და უფრო ნაკლებ ვგრძნობ ეკლესიას.
ვგრძნობ ჩემი სული ვერ იტანს ხმაურს,
ძრახვაა აღვსილ‒ექუჩუჩელი
და ასწორებენ მიწასთან ლამუნს
და წასაქცევი მე ვარ ჭურჭელი.
დღეს ყირაზეა მთელი სამყარო
სამყარო შეშლილ‒შემოძარცული
მე ვერ მიხილავთ მასთან დაყაბულს
მას ყოველი დღე უფრო გავურბი.
უფრო მეცლება მიწის სიმკვრივე
და უფრო მეტად ქრება სანთელი.
თავს შევაფარებ ღამის სიგრილეს
თუკი სინათლე კიდევ გავძელი.
2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →