შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თვალის სიელმე აჩრდილებს ფარავს

ზვ ია დი 4 წლის წინ
თვალის სიელმე აჩრდილებს ფარავს
მოგონებები იქცნენ წვეთებად,
მიწურს ავქაჯი დაეპატრონა
ღაღადი ზეცის ისმის ვედრებად.
ჩემი სათქმელი მკერდმა დაფინა
სულში ამომძვრალ მარგალიტივით,
გამოსროლილი ყელიდან მომწყდა
პიჯაკზე დაკრულ თითო ღილივით.
კალაპოტები ცრემლით აივსო
ზეცას მოლურჯო ღრუბელი აკრავს,
სხივებს ირეკლავს გამეხებული
შენდობა ცოდვის შევსთხოვე ავქაჯს.
2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →