ჩანაწერი
Laravel
როცა მიმტყუნებს ბედი უგულო
როცა მიმტყუნებს ბედი უგულო
მე მიწისქვეშა სიობლე დამღლის.
იქნება ერთიც ჩავიღიმილო
და მერე დამკბენს ყველა ეკალი.
ახარხარდება ყველა საფლავი
და მე ვიქნები ცაზედაც შორი
დავიქანცები პეპლის ფარფატით
და ისევ დამღლის ბედი სიობლის.
წუთით იელვებს მზის ანარეკლი
გაირინდება ყველა საფლავი
მე უნდა შევხსნა საფლავს კარები
უნდა დავტოვო ცოდვის კარავი.
მე უსათუოდ ვიწამებ უფალს
მე უსათუოდ ბნელსაც გავარღვევ
და არ ვიცხოვრებ მერე ეულად
სხვაგან უფრო შორს ჩემს სახლს ავაგებ.
ეს გზა შორია, ცაზედაც შორი
ეს გზა სიობლის მოსათმენია,
მერე იპოვი ბედის დალოცვით
უფრო ახლოს და ვიღაც შენიანს.
2021
მე მიწისქვეშა სიობლე დამღლის.
იქნება ერთიც ჩავიღიმილო
და მერე დამკბენს ყველა ეკალი.
ახარხარდება ყველა საფლავი
და მე ვიქნები ცაზედაც შორი
დავიქანცები პეპლის ფარფატით
და ისევ დამღლის ბედი სიობლის.
წუთით იელვებს მზის ანარეკლი
გაირინდება ყველა საფლავი
მე უნდა შევხსნა საფლავს კარები
უნდა დავტოვო ცოდვის კარავი.
მე უსათუოდ ვიწამებ უფალს
მე უსათუოდ ბნელსაც გავარღვევ
და არ ვიცხოვრებ მერე ეულად
სხვაგან უფრო შორს ჩემს სახლს ავაგებ.
ეს გზა შორია, ცაზედაც შორი
ეს გზა სიობლის მოსათმენია,
მერე იპოვი ბედის დალოცვით
უფრო ახლოს და ვიღაც შენიანს.
2021
Laravel
კომენტარი
0