ჩანაწერი
Laravel
სიყვარულს ვეძებ
წყაროს ლიკლიკი მოივლის ქედებს
ისლი მდელოზე აღაღანდება
კირქვით ნაშენებ სიყვარულს ვეძებ
მზე იღვენთება, ახლაც ღამდება
ახლაც ჩამოჰკრავს ზარს დარბაზები
ყველა ოთახი ხმაურს აშენებს
იზრდება დეკაც, სტვენს დაყვავებით
მხოლოდ ბულბული, მხოლოდ საშენო.
კუთვნილ სიყვარულს გამოვიზოგავ
შეეკედლება რასაც ოცნება,
ღამევ კაპასო, შენ რისთვის ბორგავ?
შენი ხვედრია ეს მარტოობა.
ისლი მდელოზე აღაღანდება
კირქვით ნაშენებ სიყვარულს ვეძებ
მზე იღვენთება, ახლაც ღამდება
ახლაც ჩამოჰკრავს ზარს დარბაზები
ყველა ოთახი ხმაურს აშენებს
იზრდება დეკაც, სტვენს დაყვავებით
მხოლოდ ბულბული, მხოლოდ საშენო.
კუთვნილ სიყვარულს გამოვიზოგავ
შეეკედლება რასაც ოცნება,
ღამევ კაპასო, შენ რისთვის ბორგავ?
შენი ხვედრია ეს მარტოობა.
Laravel
კომენტარი
0