შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ლექსები ქარმა წაიღო

ზვ ია დი 4 წლის წინ
ისე მძიმეა ჩემთვის ჭრილობა
როგორც ხარისთვის გუთნის ტარება,
ჩემი მკერდიდან გული მიღოღავს
ამოკვეთილი დაიარება.
ჩემი ლექსები ქარმა წაიღო
ჩემი ლექსები დაფლითა ქარმა,
მე ამის შემდეგ არ ვიცი ვინ ვარ
მე ამის შემდეგ არ ვიცი რა ვარ.
დადუმდა გრძნობა და ეს ფიქრები
შემომხვევია მხოლოდ სუდარად.
საშველი არ ჩანს, ისევ ვფითრდები
საშველი არ ჩანს, ისმის მუდარა.
ჩემი ლექსები ქარმა წაიღო
და მეპარება მატლი მპარავი —
ო, როგორ მინდა ხანჯლით დავფლითო
ო, როგორ მინდა ვგავდე პალადინს.
2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →