ჩანაწერი
Laravel
გაძარცული ვენახებიდან
გაძარცული ვენახებიდან
ჩემი სიბერე მიმზერს
თხამ რომ შეჭამა შეღამებისას.
თითქოს ურემი გადაბრუნდაო
თოთო ბავშვივით
აკვნესდა გული
და ჩამომცვივა ყვითელი ფოთლები
თითქოს მე ვესწრებოდე ჩემს შემოდგომა-
დასაფლავებას ეული ხე.
მოხდა ტრაგედია
დავკარგე ყველა ნათესავი
ახლა რომ მიმზერენ იმ მტევნებიდან,
რომლებსაც ფერი წასვლიათ
შემოდგომის ცივ ღამეებში,
ჩემი პირმშო და ავლადიდება
თხამ მიისაკუთრა.
‒ ვენახი ჩემი სიბერე,
‒ ვენახი ჩემი ნათესავები,
ჩემი პირმშო და ავლადიდება.
2019
ჩემი სიბერე მიმზერს
თხამ რომ შეჭამა შეღამებისას.
თითქოს ურემი გადაბრუნდაო
თოთო ბავშვივით
აკვნესდა გული
და ჩამომცვივა ყვითელი ფოთლები
თითქოს მე ვესწრებოდე ჩემს შემოდგომა-
დასაფლავებას ეული ხე.
მოხდა ტრაგედია
დავკარგე ყველა ნათესავი
ახლა რომ მიმზერენ იმ მტევნებიდან,
რომლებსაც ფერი წასვლიათ
შემოდგომის ცივ ღამეებში,
ჩემი პირმშო და ავლადიდება
თხამ მიისაკუთრა.
‒ ვენახი ჩემი სიბერე,
‒ ვენახი ჩემი ნათესავები,
ჩემი პირმშო და ავლადიდება.
2019
Laravel
კომენტარი
0