შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღამე მორევში

ზვ ია დი 5 წლის წინ
ღამე ეშვება, სტრიქონებს ვქარგავ
უკიდეგანო სიჩუმე მიპყრობს.
როგორაც უწინ, თავს ისე ვკარგავ
ღამეც ფეხდაფეხ მიჰყვება ჭილობს.
მთების გადაღმა უკუნი მეფობს
დარაჯად უდგას სიკვდილი ცელით,
ჩირაღდნით ხელში მივყვები ექოს
მგონია თითქოს მზე დამაქვს ხელით.
მივდივარ სადაც გოდება ისმის
სადაც სიცოცხლე ფუჭია ხოლო
სიკვდილს წააგავს ძახილი ირმის
ღამე მორევში ეშვება ბოლოს.
2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →