შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მზე მეძახოდა შენი უბიდან

ზვ ია დი 5 წლის წინ
მზე მეძახოდა შენი უბიდან
წითელი როგორც რკინა ელვარე
და მომიხმობდა წლები ქორბუდა
მაგრამ ბავშვობას ვერ დავემალე
მაგრამ რატომღაც მჯერა მომავლის
და ნარჩენები წარსულში ყრია
მოგონებები ქრიან თბომავლით
მძულს რასაც ჩემი ბავშვობა ჰქვია.
დავეხეტები ფაფარაყრილი
და იმედები მომყვება შენი
შენი მზითა და მთვარით დაჭრილი
ახალ მნათობებს უთუოდ ველი.
სკდებიან წლები ნაღვერდალივით
და არ მიტოვებს გასაქანს მცირეს
ახლა უგონოდ პატივაყრილი
უხმოდ ვქვითინებ ცრემლიან სიმებს.
მზე მეძახოდა შენი უბიდან
ნათელი როგორც ეს ცისარტყელა
ჩემი ბავშვობა სხვას რას უდრიდა
როცა არ ჩანდა მთვარეც ნამლევა.
2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →