ჩანაწერი
Laravel
როცა ზამთარი ძალზე ხნიერობს
როცა ზამთარი ძალზე ხნიერობს
და გაზაფხულის მოდის სიმწიფე
დღეები ისე მეგონოს მძიმე
შენს დაღლილ მკლავზე ჩამოვისვენო.
მინდა დავეცე გაშლილ ოლეანდრს
აღმომხდეს სუნთქვა ზღვაში ჩაძირულს
დამავიწყდება ქვეყნად რაც კი მძულს
რომ შენი ხმა და სუნთქვაც მომესმას.
რომ ჩემი მზერა ზედ შეგაჩერო
რომ დაიღალე შენაც ზამთარით
გამახსენდება წუთიც გამთბარი,
სევდავ ჩემო და ოცნებავ ჩემო
და ჩემო ყველა ტკივილზე მეტად
ყველა ფიქრზე და ცაზეც მაღალო
ამ გაზაფხულით მინდა გავათბო
რომ შეგაჩერე ეს ცივი მზერა.
2021
და გაზაფხულის მოდის სიმწიფე
დღეები ისე მეგონოს მძიმე
შენს დაღლილ მკლავზე ჩამოვისვენო.
მინდა დავეცე გაშლილ ოლეანდრს
აღმომხდეს სუნთქვა ზღვაში ჩაძირულს
დამავიწყდება ქვეყნად რაც კი მძულს
რომ შენი ხმა და სუნთქვაც მომესმას.
რომ ჩემი მზერა ზედ შეგაჩერო
რომ დაიღალე შენაც ზამთარით
გამახსენდება წუთიც გამთბარი,
სევდავ ჩემო და ოცნებავ ჩემო
და ჩემო ყველა ტკივილზე მეტად
ყველა ფიქრზე და ცაზეც მაღალო
ამ გაზაფხულით მინდა გავათბო
რომ შეგაჩერე ეს ცივი მზერა.
2021
Laravel
კომენტარი
0