შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იმედო ჩემო

ზვ ია დი 5 წლის წინ
იმედო ჩემო და მომქანცველო
რაღა შეგთხოვო მე უწინარეს,
ჩემს ქვეყანაში რაც კი ქართველობს
ფერი ედება ყოველს მწუხარე.
ჩემი სიცოცხლე შენ შეგავედრე
და ჩემს სიკვდილსაც შენ გევედრები,
ისევ ბეჯითად გზას გაჰყურებენ
ტანაშოლტილი თეთრი ვერხვები.
თან ჩამიქროლა ჟამმა ასპიტმა
მწუხრის ჩრდილებში მივესვენები
და რომ გავკაჟდე ამის მაგივრად
მე ხომ არა ვარ თეთრი ვერხვები?!
2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →