შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჩვენ ვიზრდებოდით იებთან ერთად

ზვ ია დი 5 წლის წინ
ჩვენ ვიზრდებოდით იებთან ერთად
სასთუმლად გვეგო ქვიშა ნაპირის
უეცრად მოწყდა კურცხალი ზეცას
და ვერ გავიგეთ ისე დავცილდით.
ჩვენთვის ზღვა იყო ტკბილი ენაზე
და ენა იყო მწარე ვით წვიმა
ტყუილი ისე თვლემდა გემბანზე
ჩვენ არ გვესმოდა ერთურთის ვინ ვართ.
უეცრად ქარმა წარეცხა წვიმა
და გავახილეთ ორივემ თვალი
შევხედეთ ერთურთს ჩვენ ისე მშვიდად
როგორც უმანკო თვალებით ბავშვის
და ჩავიძირეთ იების ზღვაში
კვლავაც სასთუმალს გვიგებდა ქვიშა
ორივე დიდნი, თვალებით ბავშვის
ჩვენ ვუყურებდით სამყაროს მშვიდად.
2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →