შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კაცობრიობავ აღსდექი

ზვ ია დი 5 წლის წინ
დროის ქვაბისგან მოხარშულ თევზებს
ვგავართ ყოველნი ადამიანნი
ყუმბარასავით მიგდებულ ბედზე
ვზივართ და იწვის, კვდება ტარანი.
სინჯავს ჩვენს მაჯებს, უსისხლო მაჯებს
ღამე ‒ ქვრივი დედოფალი.
ჩვენს ბაღებში დაალაჯებს
ვით რაინდი, ფეოდალი.
შავ ნაპირებს, ზღვის ნაპირებს
და გასისხლულ მღვრიე ტალღებს
შერჩენიათ თეთრ კლავიშზე
ბარათები წრფელზე წრფელი.
და მინავლულ ფიქრს მაგიერ
აღმოცენდა ქარბორბალა
შემზარავი, მტაცებელი,
ვით უსულო გველზე გველი.
თვალი ეჩვევა ეული
კაცობრიობას აღრენილს
ფეთქს ისტორია გულებში
და დასუსტებულ მაჯებში.
მღვრიე ნაკადი ტვინია
ვერ ხსნის ტოლობას განწმენდილს.
ხმალი იშიშვლე, იშიშვლე
კაცობრიობავ აღსდექი.
2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →