ჩანაწერი
Laravel
მტევნის ფოთოლის ქროლას ვიხსენებ
მტევნის ფოთოლის ქროლას ვიხსენებ
რთველში მატკბობდა შრომა კეთილი
და სიმარტოვეს ვებრძვი ისევე
ქვაზე დარჩენილ ლერწმის ღერივით
სად გაიქროლა მტკვარზე ფიქრებმა
თითქოს ნაომარ ვაზივით ამსხლეს
გული მტკვარივით თითქოს მიღელავს
როცა ეჭვები დამაყრის ნამქერს.
ისევ უდაბნო ქვიშებს მომაყრის
რაც შერჩენია ცხოვრების ბოლოს
წავიჩოქებ და როგორც მაყარი
ნისლიან ქვიშას მივყვები მხოლოდ.
თითქოს ცხოვრება ტკივილზე გაყვეს
დავრჩი ობოლი კენტად ნაშთივით
გამომაფხიზლებს შემკრთალი ღამე
სიღარიბეშიც ვხდები ღარიბი.
ისევ ვიხსენებ ქროლას ფოთოლის
როგორ ეშვება ხავსიან ქვაზე
იმგვარად რჩება როგორც ობოლი
მე ვარ ნისლიან უწყინარ ღამეს.
2018
რთველში მატკბობდა შრომა კეთილი
და სიმარტოვეს ვებრძვი ისევე
ქვაზე დარჩენილ ლერწმის ღერივით
სად გაიქროლა მტკვარზე ფიქრებმა
თითქოს ნაომარ ვაზივით ამსხლეს
გული მტკვარივით თითქოს მიღელავს
როცა ეჭვები დამაყრის ნამქერს.
ისევ უდაბნო ქვიშებს მომაყრის
რაც შერჩენია ცხოვრების ბოლოს
წავიჩოქებ და როგორც მაყარი
ნისლიან ქვიშას მივყვები მხოლოდ.
თითქოს ცხოვრება ტკივილზე გაყვეს
დავრჩი ობოლი კენტად ნაშთივით
გამომაფხიზლებს შემკრთალი ღამე
სიღარიბეშიც ვხდები ღარიბი.
ისევ ვიხსენებ ქროლას ფოთოლის
როგორ ეშვება ხავსიან ქვაზე
იმგვარად რჩება როგორც ობოლი
მე ვარ ნისლიან უწყინარ ღამეს.
2018
Laravel
კომენტარი
0