შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წავა სიცოცხლე ფეხაუდგმელი

ზვ ია დი 5 წლის წინ
წავა სიცოცხლე ფეხაუდგმელი
წავა და მოვა გარდაცვალება
ახლა ტკივილზე წერას ვუნდები
არ ვიცი როსღა თუ დამთავრდება.
გადაივლიან შავი ღრუბლები
და გამოჩნდება ცა მშვენიერი
მე კი ტკივილზე წერას ვუნდები
გასავათებულ კაცის იერით.
ყამირი მიწა თავქვე დამიდევს
დავძრწი ველებზე, როგორც სავათი
შენ რას გაუგებ ამ ჭრელ ამინდებს
არც თქმა იციან, არც მასლაათი.
2018
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →