შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენ წახვალ გზაზე სადაც ღამეა

ზვ ია დი 6 წლის წინ
შენ წახვალ გზაზე სადაც ღამეა
და არაფერი აღარ იქნება
ბედთან ჭიდილი და კამათია
შენი ცხოვრება ― რომ იფიტება.
დაგელავს წვიმა ― რუხი მერანი
მეხის ცემაა ფლოქვის თქარუნი
შენ ვერ გიშველის გზაზე ვერავინ
სადაც მოგელის კვლავ აღსასრული.
გამოიტირებ ყოფიერებას
და მერამდენჯერ ბედს შეშურდები
შენს თვალში წვიმა აირეკლება
მოკვდები, მერე ისევ აღდგები.
და არაფერი აღარ იქნება
შენ წახვალ გზაზე სადაც ღამეა
იქნება შური, მერე კირთება ―
სიკვდილია და არაფერია.
2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →