შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მზე სისხლია და მთვარეა დელგმა

ზვ ია დი 6 წლის წინ
მზე სისხლია და მთვარეა დელგმა
ერთარსებად რომ გვაწვიმს ზემოდან
კაცობრიობა არის ზღვის ღელვა
რომელსაც გემი პორტში შემოჰყავს.
გემია კაცი, იმედი - გემი
ათას წკვარამში რომ ებრძვის მგესლავს
მომსწრეა შფოთის, ათასი ღელვის
და იარები მკერდზე რომ შერჩა.
წარმოშობს ეს ზღვა და მის გმირობას
საუკუნენი გაიხსენებენ
კაცი ჭირშია რადგან იცნობა
როცა შებორკავს ზიზღის ხელები.
დღე-ღამე ერთად რომ იღრინება
და უნუგეშოს მავთულებს ავლებს
შემდეგ წამოვა სისხლის წვიმებად
და დაუხუჭავს სიცოცხლეს თვალებს,
მკვდრის თვალებიდან სინათლე მოსჩქეფს
მკვდრეთით აღდგომის კაცობრიობის
სვეტად დამდგარი კვერთხია მოსეს
ეს სინათლეა თმენა იობის.
მზე სისხლია და მთვარეა დელგმა
ერთარსებად რომ გვაწვიმს ზემოდან
კაცობრიობა არის ზღვის ღელვა
რომელსაც გემი პორტში შემოჰყავს.
2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →