ჩანაწერი
Laravel
მზერას მოუკლავს კაცის ფიქრები
მზერას მოუკლავს კაცის ფიქრები
და ჩალასავით ნედლდება დილა
ოხშივარივით ასდის სურნელი
გულში ნერგივით დამყნობილ სიზმარს.
განთიადის წილ მოვლენ ხილვები
ფიქრებს დეზებით შემოხაზავენ
მზერას გესვრიან თავგამეტებით
და ზღვარს ყოველგვარს ისევ გადავლენ.
და დაიწყება წამება სულის
და დამთავრდება ტკბილი ფიქრები
მოვა ჩვენება მეტადაც ურცხვი
ნგრევით ფიქრების, სიზმრების მოშლით.
გატყდება ფიქრი შუაღამემდე
ქმედება ავი დილას გადავა
ისევ ხილვები მოქსოვს სინედლეს
და მიგირთმევენ როგორც სალაფავს.
2020
და ჩალასავით ნედლდება დილა
ოხშივარივით ასდის სურნელი
გულში ნერგივით დამყნობილ სიზმარს.
განთიადის წილ მოვლენ ხილვები
ფიქრებს დეზებით შემოხაზავენ
მზერას გესვრიან თავგამეტებით
და ზღვარს ყოველგვარს ისევ გადავლენ.
და დაიწყება წამება სულის
და დამთავრდება ტკბილი ფიქრები
მოვა ჩვენება მეტადაც ურცხვი
ნგრევით ფიქრების, სიზმრების მოშლით.
გატყდება ფიქრი შუაღამემდე
ქმედება ავი დილას გადავა
ისევ ხილვები მოქსოვს სინედლეს
და მიგირთმევენ როგორც სალაფავს.
2020
Laravel
კომენტარი
0