შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გარეთ ჭოტივით კიოდა თოვლი

ზვ ია დი 6 წლის წინ
გარეთ ჭოტივით კიოდა თოვლი
ცა იყო მრუმე, ნაცრისმკვნეტავი
ახლა ვარსკვლავებს გრიგალი კორტნის
ვერ აქრობს ზვავის მონათესავე.
ქუჩანათელი ჭადრები ხარობს
შიშს არ გვრის სუსხი და დაფიონი
გულს ეწვეთებათ როგორც მალამო
ღელვა ტეხურის, შმაგი რიონის.
თოვლი დამდნარა მიწის წიაღში
მიწამ ისრუტა „ვეება ხარი“
თოვლი ბღაოდა სანამ სინათლის
მოაჯახუნა ვარსკვლავმა კარი.
კაცის იმედი გაცოცხლდა მასში
და იმედივით იფეთქა კვირტმა
თოვლი მოჰგავდა კაცივით შეშლილს
რომ ვერ ასწრებდა ზაფხულის ხილვას.
გარეთ ჭოტივით კიოდა თოვლი
და ცა უთვალავ ნაცარს ბარდნიდა
დღეს თავს იწუხებს გრიგალი ქროლით
გამოქროლება გულშიც გახშირდა,
მაგრამ იმედი ქროლას ანელებს
ღამე ნაზდება ყელივით ხოხბის
ცა იყო მრუმე, ნაცრისმკვნეტავი
გარეთ ჭოტივით კიოდა თოვლი.
2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →