ჩანაწერი
Laravel
ლექსო შემინახე სიჭაბუკე
ლექსო შემინახე სიჭაბუკე
გულში ქარიშხალი აგიზგიზე
დროში გალეული სიჩაუქე
სერზე შემომდგარი შორით მიმზერს,
ლექსო დამასიზმრე სიყმაწვილე
ცეცხლი ამოუშვი ფილტვებიდან
სუნთქვას მტაცებლები ინაწილებს
გული გაუგმირე არტემიდა.
სევდა დამეუფლა, სიხარული
მთებში გახიზნული ჩუმად ოხრავს
მზეო მომანიჭე სიხალისე
ხეზე ჩამომჭკნარი ჩემი გული მოჩანს.
ასაკი მაბერებს, ვგავარ მტვრიან
ოთახს, შავ ძონძებში მოარული
დროსგან დატუქსული წლები რბიან,
ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი გული
თითქოს ცას შეერთდა დამტვერილი
სადაც ჭილყვავები ტბისპირ ფრენენ
ისევ დამაბრუნე, აწ დევნილი
ლექსო დიდი ქარიშხლების შემდეგ.
2020
გულში ქარიშხალი აგიზგიზე
დროში გალეული სიჩაუქე
სერზე შემომდგარი შორით მიმზერს,
ლექსო დამასიზმრე სიყმაწვილე
ცეცხლი ამოუშვი ფილტვებიდან
სუნთქვას მტაცებლები ინაწილებს
გული გაუგმირე არტემიდა.
სევდა დამეუფლა, სიხარული
მთებში გახიზნული ჩუმად ოხრავს
მზეო მომანიჭე სიხალისე
ხეზე ჩამომჭკნარი ჩემი გული მოჩანს.
ასაკი მაბერებს, ვგავარ მტვრიან
ოთახს, შავ ძონძებში მოარული
დროსგან დატუქსული წლები რბიან,
ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი გული
თითქოს ცას შეერთდა დამტვერილი
სადაც ჭილყვავები ტბისპირ ფრენენ
ისევ დამაბრუნე, აწ დევნილი
ლექსო დიდი ქარიშხლების შემდეგ.
2020
Laravel
კომენტარი
0