ჩანაწერი
Laravel
ლექსებს რა დალევს ამ პლანეტაზე
ლექსებს რა დალევს ამ პლანეტაზე
ნაღველს ტკივილით ცამდე ატანილს
ჩუმი დღეების ექო მიტაცებს
ჩემი რაჭა და ჩემი სხარტალი.
ძმაო მგოსანო მე კითხვას გაძლევ
დღეები ქრიან გეტყვი რა მალე,
შენ გეკითხები ამ ზღვას რა დალევს
და შხამით ნალეს ლექსებს რა დალევს.
რა დალევს ოხვრას კაცის გულისას
სიტყვას მომწამლავს კაცის სხეულში
სოფლისა ჭვრეტამ გამაგულისა
როგორც ნაწერმა მრუდედ რვეულში.
რაჭის მთებიდან მოვარდნილ მეწყერს
მე ჩემი გული გადავუშალე,
ხვალინდელ დღეზე აუგად ვერ ვწერ
იმედს ვინახავ, როგორც სურათებს.
და ჩემი ლექსის თეთრი მერანი
თუ გამაჭენებს რაჭის მიჯნამდე
მთებს მიპყრობილი ჩემი სმენანი
უცებ დაფრთხება ხვალის ხილვამდე.
ხვალის ლოდინზე იფიქრე გულო
ფიქრებს რა დალევს ამ პლანეტაზე
შენ მეგობარო, გკითხავ ერთგულო
ამ პლანეტაზე ლექსებს რა დალევს.
2020
ნაღველს ტკივილით ცამდე ატანილს
ჩუმი დღეების ექო მიტაცებს
ჩემი რაჭა და ჩემი სხარტალი.
ძმაო მგოსანო მე კითხვას გაძლევ
დღეები ქრიან გეტყვი რა მალე,
შენ გეკითხები ამ ზღვას რა დალევს
და შხამით ნალეს ლექსებს რა დალევს.
რა დალევს ოხვრას კაცის გულისას
სიტყვას მომწამლავს კაცის სხეულში
სოფლისა ჭვრეტამ გამაგულისა
როგორც ნაწერმა მრუდედ რვეულში.
რაჭის მთებიდან მოვარდნილ მეწყერს
მე ჩემი გული გადავუშალე,
ხვალინდელ დღეზე აუგად ვერ ვწერ
იმედს ვინახავ, როგორც სურათებს.
და ჩემი ლექსის თეთრი მერანი
თუ გამაჭენებს რაჭის მიჯნამდე
მთებს მიპყრობილი ჩემი სმენანი
უცებ დაფრთხება ხვალის ხილვამდე.
ხვალის ლოდინზე იფიქრე გულო
ფიქრებს რა დალევს ამ პლანეტაზე
შენ მეგობარო, გკითხავ ერთგულო
ამ პლანეტაზე ლექსებს რა დალევს.
2020
Laravel
კომენტარი
0