ჩანაწერი
Laravel
რა დაგიშავე ჩემო თვალებო
მეგონა თითქოს ცა მოწყდა თვალებს
ჩაინთქა უფსკრულს უსარგებლოში
გაავებული ჩემზე მრისხანებს
უღრანი მიმზერს, როგორც ოლოლი.
მეგონა თითქოს დავკარგე თვალი
და ვეღარ ვუმზერ მიწას გარშემო
ბარდნის და როგორ, ოჰ, როგორ ბარდნის
რა დაგიშავე ჩემო თვალებო.
გრძნობაც გამექცა, დავკარგე სადღაც
და ჩაესარკა გულში ყინულებს
არ მჯერა მზეა, არ მჯერა, არა
სინათლეს გავცემ და ბნელს ვიბრუნებ.
მეცოტავება ვრცელი სამყარო
ცოტაა მზე და ცოტაა მთვარე
მანათობელი ვარსკვლავიც ჩქარობს
და გადაეშვა უფსკრულის მხარეს.
ბნელა ირგვლივ და ღამეა ჭარბი
თითქოს თვალები თოვლით დამევსოს
ბარდნის და როგორ, ოჰ როგორ ბარდნის
რა დაგიშავე ჩემო თვალებო.
2020
ჩაინთქა უფსკრულს უსარგებლოში
გაავებული ჩემზე მრისხანებს
უღრანი მიმზერს, როგორც ოლოლი.
მეგონა თითქოს დავკარგე თვალი
და ვეღარ ვუმზერ მიწას გარშემო
ბარდნის და როგორ, ოჰ, როგორ ბარდნის
რა დაგიშავე ჩემო თვალებო.
გრძნობაც გამექცა, დავკარგე სადღაც
და ჩაესარკა გულში ყინულებს
არ მჯერა მზეა, არ მჯერა, არა
სინათლეს გავცემ და ბნელს ვიბრუნებ.
მეცოტავება ვრცელი სამყარო
ცოტაა მზე და ცოტაა მთვარე
მანათობელი ვარსკვლავიც ჩქარობს
და გადაეშვა უფსკრულის მხარეს.
ბნელა ირგვლივ და ღამეა ჭარბი
თითქოს თვალები თოვლით დამევსოს
ბარდნის და როგორ, ოჰ როგორ ბარდნის
რა დაგიშავე ჩემო თვალებო.
2020
Laravel
კომენტარი
0