ჩანაწერი
Laravel
ხელისგულივით განათდა ზეცა
ხელისგულივით განათდა ზეცა
როგორც თვალები ალუბლისფერი
მეკი ორპირმა ქარმა დამსეტყვა
შენზე ფიქრებით სამუმს მივყვები.
რაღა გავანდო ამ მასკარადებს
და ამ ცხოვრების ამაოებას
ოცნებით ზეცა გავაფერადე
და ქარიშხალი კვლავ ახლოვდება.
დამაძაბუნა ქროლვამ ბედისა
ხან სიპ ქვასავით კედელს მახეთქებს
ვერ გავექეცი წლებს შემუსვრილებს
ავაზაკივით ურჩს და თავხედებს.
აშარი ქარი თავზე მევლება
როგორც ფიქრების კორიანტელი
მე თითქოს ისევ ღამის მეხრე ვარ
და ვერ მოვფინე დილას ნათელი.
უკვე ტყვედქმნილი გულის წუხილი
ტკივილებს იტევს კატასტროფების
ბედს დამცინავად, თუმცა ვუღიმი
და ამაყია ჩემი სტროფები.
შენ ჩემს ფიქრებში დაგედო ბინა
და გამექეცი ღამის ქურდივით
ახლა მე იმდენ ტკივილებს ვზიდავ
შენს დაკარგვასაც აღარ ვუჩივი.
და ზეცა ღამით ალუბლისფერი
წინ მიმიძღვება ქართან შეტევით
მე დილის ნათელს უკვე მივყვები
უკვე იწყება ჩემი ეთერი.
2020
როგორც თვალები ალუბლისფერი
მეკი ორპირმა ქარმა დამსეტყვა
შენზე ფიქრებით სამუმს მივყვები.
რაღა გავანდო ამ მასკარადებს
და ამ ცხოვრების ამაოებას
ოცნებით ზეცა გავაფერადე
და ქარიშხალი კვლავ ახლოვდება.
დამაძაბუნა ქროლვამ ბედისა
ხან სიპ ქვასავით კედელს მახეთქებს
ვერ გავექეცი წლებს შემუსვრილებს
ავაზაკივით ურჩს და თავხედებს.
აშარი ქარი თავზე მევლება
როგორც ფიქრების კორიანტელი
მე თითქოს ისევ ღამის მეხრე ვარ
და ვერ მოვფინე დილას ნათელი.
უკვე ტყვედქმნილი გულის წუხილი
ტკივილებს იტევს კატასტროფების
ბედს დამცინავად, თუმცა ვუღიმი
და ამაყია ჩემი სტროფები.
შენ ჩემს ფიქრებში დაგედო ბინა
და გამექეცი ღამის ქურდივით
ახლა მე იმდენ ტკივილებს ვზიდავ
შენს დაკარგვასაც აღარ ვუჩივი.
და ზეცა ღამით ალუბლისფერი
წინ მიმიძღვება ქართან შეტევით
მე დილის ნათელს უკვე მივყვები
უკვე იწყება ჩემი ეთერი.
2020
Laravel
კომენტარი
0