შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემში ეჭვი ჩასევდილა

ზვ ია დი 6 წლის წინ
ჩემში ეჭვი ჩასევდილა
დღესაც როგორც არასდროს
და ვიხსენებ ავბედითად
ღამეს მუქად დანათოვს,
ხმაურიან სახურავებს
ქუჩებს ბნელში დანატორს
ავიღე და ვახურდავებ
და მსურს სევდა დავშალო
კაპიკებად ვაქციო და
გაქრეს როგორც ნაცარი
შევეგებო ალიონს და
ის არ იყოს რაც არი,
სულ სხვა ფურცელს ჩავინიშნავ
სხვას გადავშლი „საღამოს“
პირჯვარს ვიწერ ამინ მითქვამს
რომ სხვა დილა დავხატო
რომ არ ჰგავდეს ის სხვა დილებს
რომც არასდროს შემყარონ
ნერვი ჰქონდეს საღიმილე
სხვა დილებს და საღამოს.
2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →