შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დადის მწუხარედ შემოღამება

ზვ ია დი 6 წლის წინ
დადის მწუხარედ შემოღამება
და ჩამუქებულ ტკივილებს ქექავს
და ყველაფერი ისე რად ხდება
გარდასულ ბედზე რაც უნდა მეთქვა
აღარ დამიფრთხობს სულის წიწილებს
ძველი ხსოვნა და თავდავიწყება
სულშიც იწვიმებს, გულშიც იწვიმებს
და ზამთრის შემდეგ გაზაფხულდება,
მაგრამ ზამთარში თოვლი მაფიქრებს
ნუთუ ჩემს სულში სევდამ მოთოვოს
და ბედისწერა რასაც არიგებს
სიყვარულისთვის მე ვითმენ მხოლოდ.
2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →