ჩანაწერი
Laravel
მე დღეს სიკვდილს ვებრძოდი
მე დღეს სიკვდილს ვებრძოდი
ქედუხრელი დილიდან
ჩქეფდნენ მიდამოები
გარს ობობა მივლიდა
შეყინული ძარღვიდან
ვანათებდი უკუნეთს
და ასეთი სურვილით
დღემდე ვერ განვიკურნე
შრიალებდა ძახველი
ახლოს ჩემს ფანჯარასთან
იწვებოდა წალმები
და ნაცრები მაყარა
დგაფუნობდა რიონი
სადღაც 20 კილომეტრში
ამ ცხოვრებას ვიტყოდი
არ დავაკელ ომები
მე დღეს ამოკემსილი
დარდი ფართოდ გამეხსნა
და ბაბუა კეთილი
დამლანდოდა საცქერად
გარეული დილიდან
ჩემს ჩოხასთან ნაღრენი
მისი ჩრდილი მოვიდა
და მომტაცა ხილვები
ვეღარ ვხედავ დილიდან
ზეცას მოჩარდახებულს
აჰა, ისევ იყივლა
ავმა გამკრა გულს ვნებულს
ცივი კლანჭი მესობა
თითქოს თოვლმა დამაზრო
დროს შხამიან ობობას
არ ვნებდები არასდროს
და მივყვები დინებებს
მისდა საპირისპიროდ
სად სიკვდილი მომარჩენს
სად სიცოცხლემ მიტიროს.
2019
ქედუხრელი დილიდან
ჩქეფდნენ მიდამოები
გარს ობობა მივლიდა
შეყინული ძარღვიდან
ვანათებდი უკუნეთს
და ასეთი სურვილით
დღემდე ვერ განვიკურნე
შრიალებდა ძახველი
ახლოს ჩემს ფანჯარასთან
იწვებოდა წალმები
და ნაცრები მაყარა
დგაფუნობდა რიონი
სადღაც 20 კილომეტრში
ამ ცხოვრებას ვიტყოდი
არ დავაკელ ომები
მე დღეს ამოკემსილი
დარდი ფართოდ გამეხსნა
და ბაბუა კეთილი
დამლანდოდა საცქერად
გარეული დილიდან
ჩემს ჩოხასთან ნაღრენი
მისი ჩრდილი მოვიდა
და მომტაცა ხილვები
ვეღარ ვხედავ დილიდან
ზეცას მოჩარდახებულს
აჰა, ისევ იყივლა
ავმა გამკრა გულს ვნებულს
ცივი კლანჭი მესობა
თითქოს თოვლმა დამაზრო
დროს შხამიან ობობას
არ ვნებდები არასდროს
და მივყვები დინებებს
მისდა საპირისპიროდ
სად სიკვდილი მომარჩენს
სად სიცოცხლემ მიტიროს.
2019
Laravel
კომენტარი
0