ჩანაწერი
Laravel
სიმღერა
მზე წითელ თვალებს ახელდა
გულში ჩამოდნა მაისი
მე შენ გიწოდე სახელად
პატარა ედელვაისი.
ჩამოდნა და შემომცინა
მოსვლა მიბრძანებიაო.
აღარ გესმის შენ ჩემი ხმა
ცად გაფრენილ ფერიავო?!
მთა მომკივის სად გაფრინდა
შენი ედელვაისიო
არა?! კარგო, რად არ გინდა?!
აღარც მზე და მაისიო.
ცას ტერფები დამჩნევია
დააბიჯებ ურჩად ასე?
მე უშენოდ დარდი მქვია
მე ხორცი ვარ საზარბაზნე.
მე შენ გიწოდე სახელად
პატარა ედელვაისი
არა?! კარგო, რად არ გინდა?!
არც მზე გწვავდეს, არც მაისი!
2019
გულში ჩამოდნა მაისი
მე შენ გიწოდე სახელად
პატარა ედელვაისი.
ჩამოდნა და შემომცინა
მოსვლა მიბრძანებიაო.
აღარ გესმის შენ ჩემი ხმა
ცად გაფრენილ ფერიავო?!
მთა მომკივის სად გაფრინდა
შენი ედელვაისიო
არა?! კარგო, რად არ გინდა?!
აღარც მზე და მაისიო.
ცას ტერფები დამჩნევია
დააბიჯებ ურჩად ასე?
მე უშენოდ დარდი მქვია
მე ხორცი ვარ საზარბაზნე.
მე შენ გიწოდე სახელად
პატარა ედელვაისი
არა?! კარგო, რად არ გინდა?!
არც მზე გწვავდეს, არც მაისი!
2019
Laravel
კომენტარი
0