შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

აქ ნუ გაივლი მეგობარო

ზვ ია დი 7 წლის წინ
გზას მიუყვები ფუღუროს და მიწაყრილიანს
აქ ნუ გაივლი მეგობარო, აქ სიკვდილია.
სიკვდილის კლანჭებს დაემგვანა ღამე უმთვარო
მაინც მიილტვი აღმართისკენ და ღმერთს უგალობ.
ღამე შავ ძონძებს დაატარებს, არ გეშინია
ამ სიღარიბის, რადგან გხედავ უფრო ჟინიანს,
არ გეყურება, ნუთუ ვერ გრძნობ ზურგში ცივს ნიავს
აქ ნუ გაივლი მეგობარო, აქ სიკვდილია.
ვედრებას ახლა რა ხანია ყავლი გასვლია
საპირისპიროდ გიბრუნებენ ზურგში მსწრაფლ ტყვიას,
შეჩერდი კაცო და უყურე ღმერთის არმიას
ეგ შენი სული ზეცისაკენ წარუტაცნია.
2019
ღმერთის არმია - ანგელოზები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →