ჩანაწერი
Laravel
გადაიარა აპრილმა ბორგვით
გადაიარა აპრილმა ბორგვით
ნუშისთვალება მაისი მოდის
აპრილმა გათქვა ბოლო აკორდი
და ჩაიძირა ნისლებში გორდი.
ცხენისწყალს ეწვის დაღლილი მკლავი
გულში ბაგუნი ისმის ოკაცეს
თითქოს მათ შორის სტუმრად ვიყავი
როს თვის ტალღებმა გული მომტაცეს
მეც ჩავიძირე ისე ქვიშაში
მუქფარაჯებად ნისლი ავისხი
მაგრამ გამომმყვა გემო იმ შაქრის
ნუშისთვალება რომ არს მაისი.
2018
ნუშისთვალება მაისი მოდის
აპრილმა გათქვა ბოლო აკორდი
და ჩაიძირა ნისლებში გორდი.
ცხენისწყალს ეწვის დაღლილი მკლავი
გულში ბაგუნი ისმის ოკაცეს
თითქოს მათ შორის სტუმრად ვიყავი
როს თვის ტალღებმა გული მომტაცეს
მეც ჩავიძირე ისე ქვიშაში
მუქფარაჯებად ნისლი ავისხი
მაგრამ გამომმყვა გემო იმ შაქრის
ნუშისთვალება რომ არს მაისი.
2018
Laravel
კომენტარი
0