ჩანაწერი
Laravel
გამტყდარი ღამე
ჩამოსარკული ლანდს აღვიძებს ზეცა ღამეში
გამტყდარი შუშა ცის ლაჟვარდებს დაეფინება
სულო შავ სარკეს, ვით ბნელ აჩრდილს მიდი, გაეშვი
თორემ ეს გული უკვე გახდა სამარის ფეთქვა.
გიმზერენ შავი ანგელოზნი გამტყდარ ღამეში
სულო გაეშვი, ეს ლექსები შენთვის იწრთობა
გაგაღვიძებენ მიძინებულ ბნელ საფლავებში
და ვეშაპები გატარებენ როგორც იონას.
შენ ცოდვილი ხარ, მაგრამ ჯერეც შენ აღზევდები
ზღვაში გისვრიან, მახვილს დაგკვრენ, შეგაღონებენ,
შენც გიწამლავენ, ვით იარებს არჩენს ედემი
ოღონდ მოხედე, დაჭრილ გულსაც, ოღონდ მოენდე.
2018

კომენტარი
0