ჩანაწერი
Laravel
ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მთები შეღებეს შავმა ნისლებმა
გულს სასოება განშორებია
ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მწარე ფიქრები კვლავ ობლდებიან
გადავატარე ყოფას ცხრა წლები
ყოველი წელი მიღრენდა ცხრაჯერ
უცებ გამშორდა ძალით თუ ნებით
და იებივით თითოჯერ ვხარჯე
ამაღლდებიან და ოცნებობენ
გულები, როგორც თოთო ბარტყები
მთებს გადასძრავდი გულს რომ ეგონე
ფიქრების ნაზი აჟღურტულებით
ჩაგჭიდა ხელი ავმა ნისლებმა
სული მოიცვა გაჩანაგებამ
ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მისთვის ერთია წასვლა - დარჩენაც.
2018
გულს სასოება განშორებია
ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მწარე ფიქრები კვლავ ობლდებიან
გადავატარე ყოფას ცხრა წლები
ყოველი წელი მიღრენდა ცხრაჯერ
უცებ გამშორდა ძალით თუ ნებით
და იებივით თითოჯერ ვხარჯე
ამაღლდებიან და ოცნებობენ
გულები, როგორც თოთო ბარტყები
მთებს გადასძრავდი გულს რომ ეგონე
ფიქრების ნაზი აჟღურტულებით
ჩაგჭიდა ხელი ავმა ნისლებმა
სული მოიცვა გაჩანაგებამ
ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მისთვის ერთია წასვლა - დარჩენაც.
2018
Laravel
კომენტარი
0