ჩანაწერი
Laravel
შემოდგომისფრად რომ მაგონდება
შემოდგომისფრად რომ მაგონდება
ფოთლები და მერე ყვავილები,
ვიხსენებ დაქსაქსულ აკორდებად
მიწას რომ ზეცასთან დაწყვილებით.
სიმორცხვით თავდახრილ ლურჯ ყვავილებს
ელდა მოედება ავგაროზად,
და როგორც ნიავი გახალისებს
ისე შეგაშინებს ავკაცობა.
გულზე კალმახებად ამოგზრდია
დარდი ვეება და უკურნელი,
თვალებს გიკოცნიან სანდომიან
ყვავილები ნაზი სურნელებით.
შემოდგომისფრად რომ მაგონდება
სილურჯე ზღვის და მწვერვალების,
ჩემს გულში ამოზრდილ პარკოსნებად
გულში დანავარდობს კესანები.
ცაში ამართული მეგაჰერცად
მთები მიპოვნია კულულებით,
მისი ქედებია,ეს ამხელა
ქაცვად ჩამოშლილი ლოლოები.
ნისლებს ვერეკები ყავარჯენით
ცაში მოფარფატე დელფინებად,
მთელი ოკეანე შევაჯერე
ვწერ და სულ უბრალოდ მეღიმება.
მერე გამოვხშირავ ნაფეხურებს
შემოდგომისფრად რომ მაგონდება,
ფოთლები და მერე ყვავილები
უკვე დავიწყებულ აკორდებად.
2017
ფოთლები და მერე ყვავილები,
ვიხსენებ დაქსაქსულ აკორდებად
მიწას რომ ზეცასთან დაწყვილებით.
სიმორცხვით თავდახრილ ლურჯ ყვავილებს
ელდა მოედება ავგაროზად,
და როგორც ნიავი გახალისებს
ისე შეგაშინებს ავკაცობა.
გულზე კალმახებად ამოგზრდია
დარდი ვეება და უკურნელი,
თვალებს გიკოცნიან სანდომიან
ყვავილები ნაზი სურნელებით.
შემოდგომისფრად რომ მაგონდება
სილურჯე ზღვის და მწვერვალების,
ჩემს გულში ამოზრდილ პარკოსნებად
გულში დანავარდობს კესანები.
ცაში ამართული მეგაჰერცად
მთები მიპოვნია კულულებით,
მისი ქედებია,ეს ამხელა
ქაცვად ჩამოშლილი ლოლოები.
ნისლებს ვერეკები ყავარჯენით
ცაში მოფარფატე დელფინებად,
მთელი ოკეანე შევაჯერე
ვწერ და სულ უბრალოდ მეღიმება.
მერე გამოვხშირავ ნაფეხურებს
შემოდგომისფრად რომ მაგონდება,
ფოთლები და მერე ყვავილები
უკვე დავიწყებულ აკორდებად.
2017
Laravel
კომენტარი
0