შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როცა შევყურებ ქართლის მთა-გორებს

ზვ ია დი 4 წლის წინ
როცა შევყურებ
ქართლის მთა-გორებს
ტკბილად ახდენილ
სიზმარს მაგონებს.
მწვანე სამოთხეს
ჩემს ქართლს ვადარებ,
მე იქ ცხოვრებით
ჩემს გულს ვახარებ.
აღმაფრენისგან
როცა ვუცქერი,
თითქოს მეძახის
რომ მას ვუმღერი.
ისეთ სიმშვიდეს განმაცდევინებს
გული მისგან შორს
არ მაცდევინებს.
მე ქართლი მიყვარს
და ცა ლაჟვარდი,
მის მთა-გორებზე
ხტომა-ნავარდი.
2011
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →