შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წმინდა ხარ ჩემთვის

ზვ ია დი 4 წლის წინ
წმინდა ხარ ჩემთვის
სამშობლო ერთო!
ბევრი რამა გვაქვს
ჩვენ ორს საერთო.
ორნივ ბედკრულნი
შავნი დღისანი,
მომლოდინეთ ვართ
ნათელ ცისანი.
ორნივ მოსულნი
დღემდე წამებით
არ გვიჯერია
გული ამებით.
მე სხვა სამშობლო
არ გამაჩნია,
თვალებზე ცრემლი
დღესაც მაჩნია.
შენს ფიქრში ბევრი
დღე გავატარე,
მე შენი სევდა
გულით ვატარე.
მრავალი ჭირი
მე ავიტანე,
სიმართლეს გავყევ
და გავიტანე.
ჯვარმა და ხატმა
ღვთისამ გვაშორონ,
მტერმა ერთმანეთს
რომ დაგვაშორონ.
2011
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →