შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე ის სამშობლო მიყვარს

ზვ ია დი 7 წლის წინ
მე ის სამშობლო მიყვარს
სადაც ავიდგი ენა,
სადაც მაღალი არის
ჩემი გამჩენი ზენა,
სადაც ვისწავლე კითხვა
სადაც ვისწავლე წერა,
ჯერ არ გაციებულა
ჩემი სამშობლოს კერა,
სად უპირველეს ყოვლის
იყო და არის სწავლა,
და მიხარია მიწევს
სადაც მე ამ გზის გავლა.
მე ის სამშობლო მიყვარს
სადაც სიკეთე ფასობს,
და არავინ ერთმანეთს
ისარს გულ-მკერდში ასობს.
და მე ვაქებ, ვადიდებ
მას მივუძღვნი სალამსა,
სამშობლოს სადიდებლად
დავღლი ჩემსა კალამსა.
2011
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →