შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ,

zurab gvilava 9 თვის წინ
მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ,
რაღაც მინდა გითხრა ჩემზე.
– გისმენ, გისმენ, უფლისწულო,
რაღა დაგრჩა გაუმხელი?
ნუთუ არის კიდევ რამე,
რაც არ გითქვამს ყოველ ღამე?

მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ,
გაგიმხელ და არავის უთხრა.
დადე ფიცი საიდუმლოს,
შემდეგ გეტყვი ყოველივეს.

– რაღაც სხვა გაქვს ჩანაფიქრი,
გადავხედო ყოველ ღამეს…
რა გამომრჩა ამისთანა,
ჯიუტად რომ ფიცსა ითხოვ?

– შენ ერთ ღამეს ცად არ იყავ,
მე კი მარტოდ დავრჩი ბნელში.
შემეშინდა, გავიქეცი,
თვალი შიშსა ვერ ვუსწორე.

– მსგავს რამესაც ვერ ვიხსენებ,
ნუთუ ღამით დამეკარგე?
ფიცსა გიდებ ჭეშმარიტსა —
მდუმარებას შენ შეგწირავ,
თუ შემწირავ მდუმარებას.
ფიც არ გატეხ შენ არასდროს,
სხვას რას ვერჩი, დაგადუმო…
დავიტოვებ ისევ ჩემთვის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →