ჩანაწერი
Laravel
ერთად ავიდეთ სონეხის მთაზე
მოდით, დავფიქრდეთ ჩვენს განვლილ გზაზე,
წინაც სავალი არის რამდენი,
ნუთუ არ გვეყო ნგრევა და ცეცხლი,
სისხლის წვიმები, ცრემლი ამდენი...
ნუღარ ავყვებით „გარეშე ძალებს,“
ნუღარ ვიცეკვებთ სხვის დაკრულ დოლზე,
შინაამრევნიც ჩავქოლოთ მყისვე,
ბოლოსდაბოლოს, მოვიდეთ გონზე!
მოდით, ჩავაგოთ დაშნა ქარქაშში,
ვაშენოთ ერთად ქვეყანა მშვიდი,
მოვინანიოთ ძველი ცოდვანი,
სიყვარულისაც ვაშენოთ ხიდი!
მოდით, ჩავიკრათ ერთურთი გულში,
ყველას ვაჩვენოთ შენდობის ნიჭიც,
მოდით, შევრიგდეთ სოკრატეს ხათრით,
მოდით, შევრიგდეთ გიორგის რიდით!
თავს მოვერიოთ, ისევ ვიაროთ
ძველი ერთობის და ძმობის გზაზე,
შემოგვიერთდით, ძმანო აფხაზნო,-
ერთდ ავიდეთ სონეხის მთაზე!
ზურაბ ლეშკაშელი
წინაც სავალი არის რამდენი,
ნუთუ არ გვეყო ნგრევა და ცეცხლი,
სისხლის წვიმები, ცრემლი ამდენი...
ნუღარ ავყვებით „გარეშე ძალებს,“
ნუღარ ვიცეკვებთ სხვის დაკრულ დოლზე,
შინაამრევნიც ჩავქოლოთ მყისვე,
ბოლოსდაბოლოს, მოვიდეთ გონზე!
მოდით, ჩავაგოთ დაშნა ქარქაშში,
ვაშენოთ ერთად ქვეყანა მშვიდი,
მოვინანიოთ ძველი ცოდვანი,
სიყვარულისაც ვაშენოთ ხიდი!
მოდით, ჩავიკრათ ერთურთი გულში,
ყველას ვაჩვენოთ შენდობის ნიჭიც,
მოდით, შევრიგდეთ სოკრატეს ხათრით,
მოდით, შევრიგდეთ გიორგის რიდით!
თავს მოვერიოთ, ისევ ვიაროთ
ძველი ერთობის და ძმობის გზაზე,
შემოგვიერთდით, ძმანო აფხაზნო,-
ერთდ ავიდეთ სონეხის მთაზე!
ზურაბ ლეშკაშელი
Laravel
კომენტარი
0