შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქალი როცა ...

ქალი როცა იქმნებოდა
ერთი რამე ხდებოდა,
სილამაზე არსებობდა
და ვერავინ ხვდებოდა,
ქალთან ერთად სილამაზე
ყველაფერში ჩნდებოდა,
როცა ქალი არსად ჩანდა
სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან ალბათ ყველა
ამას ელოდებოდა,
სილამაზის ეტალონი
ქალი რომ გახდებოდა,
სადაც სილამაზე ჭვრეტდა
ქალი იცქირებოდა,
ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?
ქალი იღიმებოდა!
სუყველა ქალს სილამაზე
თავის ეშხში ეტყობა
და ეს ეშხი ქვეყანაზე
არცერთ ქალს არ ეთმობა,
მინდა ქვეყნად ვაღიარო,
რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,
ღმერთმა შექმნა ქალისა და
სილამაზის ერთობა!
Laravel

კომენტარი

1
საბა ბოგვერაძე მომავალი სამართალდამცველი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
სასწაული ლექსია👍🏻👍🏻
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →