შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მოჩვენებითი მონანიება

დორიან გრეის პორტრეტი
თითქოსდა ცოცხლად მეჩვენა,
არ გახსოვთ ლოჟა, პარტერი?!
ჩემი მზე აწ ჩაესვენა!

არ გესმის?! ჰგავხარ დორიანს,
ფრუტისის მიღმა მტვერია,
ჰელჰეიმს მარტო მოვიარ!
ღიმილი მტვერს შეერია...

დღითიდღე ლპები გრეივით,
ვერ ხედავ უკვე რას ჰგავხარ?!
ჭრილობა ფეთქავს განივი,
არ გეყო ჩემი დადაგვა?!

კვინკვატრიუსი ჩამთავრდა,
საკურა აწვიმს კატანას,
სიმყრალე ამკობს ამ ვარდნარს,
სინაზე ქარს გაატანა...

სად გადამალე პორტრეტი?!
აჯობებს ხმალი აგემო,
დაგესხას თუნდაც თავს რეტი
და დაშნა მას მიაგებო.

ჰელჰეიმს ვეღარ გამოვცდი,
უკან არ მიშვებს მოდგუდი,
ყავლი გავიდა აქ მოცდის
და ყელი ყულფში მოვგუდე!

არ ჰგავხარ ეპაფროდიტუსს,
ყელს გამოგღადრავს ჰარმომი!
და ამომძახებ: შენც ბრუტუს?!
ზიზღი შენამდე არ მოდის!

დორიან გრეის პორტრეტი
თითქოსდა ფანდად მეჩვენა,
არ გახსოვთ ლოჟა, პარტერი?!
ჩემი მზე აწ ჩაესვენა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →