შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დეკემბრის ურემს თოვლი ემოსა

დეკემბრის ურემს თოვლი ემოსა
ამოუცნობი დედაქალაქის,
აივნის ხედზე თითქოს ეროსად
ისახებოდა ფიფქთა ხალასი

ათასის ფორმად ჩამოცვენილი.
და იაგუნდის მსგავსი ნათება -
თეთრიდან ია ამოღერილი
უმიწაწყლოდაც დაიზამთრება.

დაუზარელად თითქოს შემცქერის
აივნის განზე მე წამოჭიმულს
და იპრანჭება, როგორც შეჰფერის
გაზაფხულობით მინდვრამოქიმულს.

მზით გამორიყულ ალმანდიანმა
ფუძე აჩუქა მიზანს ელექტრის,
მეც გაუმაძღარ ადამიანმა
თავი ვავლინე იღბალმეძებრის.

დეკემბრის ურემს თოვლი ემოსა
ამოუცნობი დედაქალაქის,
აივნის ხედზე თითქოს ეროსად
ისახებოდა ფიფქთა ხალასი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →