შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ამოუცნობი კანონზომიერება

მე განდეგილი ბრბოსგან ვეთარეშები თვითგადარჩენის პრინციპებს,
მწარეა ცნება იმისა, რომ ცხოვრებასა კაცისგან სწყურია ავი გულისთქმა.

რატომ არიან დაჩაგრულნი კაცნი, რომელნიც
უნივერსალურ სიკეთის დისციპლინით ცხოვრობენ მზის ქვეშ.

რატომ არიან დაჩაგრულნი კაცნი, რომელთაც სოფლისა გასატანად უბიწობა ერგოთ.

რატომ არიან ბედნიერნი კაცნი, რომელთა მზერაც სიკვდილის ტოლფასია.

თუმცა, იქნებ და პირველთა ხვედრი სანატრელია,
იქნებ მხოლოდ მათთვის არსებობს მარადიული სიმდიდრე.

ჰო, ჯერ ვარსებობ და რომ გავქრები-წავეტანები სულით განცხრომას,
შევატყობინებ მე კრავთა გუნდსა, თუ რა ფასი აქვს თავჩაგრულობას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →