შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რაც მეტს ვიზრდები - ვპატარავდები

რაც მეტს ვიზრდები - ვპატარავდები,
მე იმედები მქონდა ბოკვერის:
მოგემატება შენც წლოვანება,
კაცი გახდები ლომის ოდენის,

მაგრამ ვიზრდები და ოცნებები
შავი მორევის მსხვერპლთა რიგშია.
დიდება ჩემი პატარა მეს აქვს,
რომელიც აწმყოს მონალეშია.

დამაქვს აბჯარი ნაჩუქარ მამის.
დამაქვს ხანჯალი დედის ბოძებით.
ვათრევ ლანდს ისევ ძველი იმედის,
თუმცა სულს გესლავს მწარედ ბოცვერი…

რაც მეტს ვიზრდები - ვპატარავდები,
მე იმედები მქონდა ბოკვერის,
თუმცა ბარძაყში იარის კვალებს
ნათლად ვხედავ და მეტსაც მოველი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →