შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პოეტი არის ადამიანი?

დილით იღვიძებს პოეტი ჩვეულ,
დგება, ეცემა სამზარეულოს,
ნაბნაბით ფიქრობს, თუ გულჩახვეულ
რვეულის ფურცლებს როგორ ეუბნოს.
ჯერ ჩაის მოსვამს, პირს დაინაყრებს,
შემდეგ აივანს მოსჯდება ერთხანს,
სიო-ნარნარში მუზთა ჯგუფს აკრეფს
და შეადარებს გრძნობათა ექთანს.
წავა, მაგიდას წინ დაუჯდება,
ცხვირწინ დაიდებს აუკრეფ ფურცლებს,
დაწერს ნახულებს - აივნის დილას
და ყველა მუზის არსს შეიუღლებს.
მერმე დაღამდა, მთვარე გაშიშვლდა
და პოტატორიც დასჯერდა ლანდშაფტს,
ისევ მუზები გაჩნდა ქარიშხლად,
მოსაგონებლად - გრძნობათა შარბათს.
წავა, მაგიდას წინ დაუჯდება,
ცხვირწინ დაიდებს აუკრეფ ფურცლებს,
დაწერს ნახულებს - აივნის ღამეს
და ყველა მუზის არსს შეიუღლებს.
დილა გათენდა, ახალი სხივი,
მოჰგავს მოსტუმრე ეროსის წვეულს,
ნაცნობი ჯაჭვი, ნაცნობი რონდო -
დილით იღვიძებს პოეტი ჩვეულ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →