შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზის მელომანი და უსმენს ტანჯვას

ზის შეპყრობილი სკამზე ყმაწვილი
და უძრწოლველი აჩენს ლაბირინთს,
უსასრულოა მისი მანძილი, -
მარადიულად დემონიური.
ქარები ქრიან თითქოს უხეშად
და ამით ბიჭი ფერფლად იქცევა,
არც ანგელოზი ჩნდება ნუგეშად, -
თეთრი ვერსალის სამარისება.
გამოზამთრებულ ბიჭის გოლგოთა
ყურის შრიალით ეძახის მარჯნას.
ახსოვს მინდვრებში როგორ მორბოდა,
ზის მელომანი და უსმენს ტანჯვას.

ქალი გამოჩნდა თეთრკაბიანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →