ჩანაწერი
Laravel
შენ ძლიერ გხიბლავს
შენ ძლიერ გხიბლავს ათენი, ვენა
და შენს ვენაში ცისფერი სისხლით
გიყვარს ოცნება, ღრუბლებში ფრენა,
მე კი მოსილი შავბნელი ნისლით,
მესვრი საყვედურს, ალესილ დანას
რომ ვერ გიშენებ ოცნების კოშკებს,
რომ ამ ქალაქში ნაძვები მოსპეს,
და ახარებენ აქ ბელადონებს.
ამ დროს მე ისევ ქუჩაში მარტო
მესაუბრება შეშლილი მარტი,
თვალები ისევ გიჟივით ფართო,
გულში კი ისევ ზღვისხელა დარდი.
და შენს ვენაში ცისფერი სისხლით
გიყვარს ოცნება, ღრუბლებში ფრენა,
მე კი მოსილი შავბნელი ნისლით,
მესვრი საყვედურს, ალესილ დანას
რომ ვერ გიშენებ ოცნების კოშკებს,
რომ ამ ქალაქში ნაძვები მოსპეს,
და ახარებენ აქ ბელადონებს.
ამ დროს მე ისევ ქუჩაში მარტო
მესაუბრება შეშლილი მარტი,
თვალები ისევ გიჟივით ფართო,
გულში კი ისევ ზღვისხელა დარდი.
Laravel
კომენტარი
0