შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მოძალდა ბინდი ...

მოძალდა ბინდი, ვარსკვლავის კრამიტს
ახურავს ღამე ქვეყანას, დაღლილს...
ვიცი ამაღამ ქარით და წვიმით
არ შეწუხდება არცერთი სახლი...

ნისლის პერანგით ივლის სიზმარი,
მთას გადასცდება ღრუბლის ფიორი
მზის სიყვარულით ნათილისმარი
აშლის ოცნებებს მთის დაფიონი.

მომენატრება სულთან ალერსი,
თვალსაწიერის მიღმა წასულო
და დაიწყება წვა სინანულით
უკურნებელი და უსასრულო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →