ჩანაწერი
Laravel
რაც უფრო მეტად
რაც უფრო მეტად ჩუმად ვარ,
უფრო მეტ ხმაურს ვიწვევ.
ფიქრებს მაგლეჯენ ყორნები
და ოცნებას თავიდან ვიწყებ.
ლექსის გაკემსილ ბოლოებს,
ფურცელზე ქაოსით ვიწერ.
სევდის შემზარავ ლაბადას
ისევ თავიდან ვიცმევ.
სიცოცხლის იდუმალ თამაშში,
მე კი უეცრად ვიწყენ.
ღრუბლის წარმოთქმულ საყვედურს
ასე უჩუმრად ვითმენ.
განაჩენს ფანჯრის რაფებზე
წვიმის წვეთებად ვისმენ.
რაც უფრო მეტად ჩუმად ვარ,
უფრო მეტ ხმაურს ვიწვევ.
უფრო მეტ ხმაურს ვიწვევ.
ფიქრებს მაგლეჯენ ყორნები
და ოცნებას თავიდან ვიწყებ.
ლექსის გაკემსილ ბოლოებს,
ფურცელზე ქაოსით ვიწერ.
სევდის შემზარავ ლაბადას
ისევ თავიდან ვიცმევ.
სიცოცხლის იდუმალ თამაშში,
მე კი უეცრად ვიწყენ.
ღრუბლის წარმოთქმულ საყვედურს
ასე უჩუმრად ვითმენ.
განაჩენს ფანჯრის რაფებზე
წვიმის წვეთებად ვისმენ.
რაც უფრო მეტად ჩუმად ვარ,
უფრო მეტ ხმაურს ვიწვევ.
Laravel
კომენტარი
0