შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მწერალთა სახლის კაბინეტი

რომ ზიხარ სკამზე, 
მწერალთა სახლის კაბინეტში და 
კარგია მძღოლი რომ არ ხარ.
არ ხარ მანქანის კაბინაში და
არც ქარხნის მუშა რომ არ ხარ.

გინდა მაგ ტვინის ღვინით გავსება.
ერთ რამედა ღირს, ძველ მაგიდაზე
გარდაცვლილ მწერლის ლექსებს მონახავ
თან ფიქრობ, როდის დაგაფასებენ.
რომ დალპი სკამზე, 
მწერალთა სახლის კაბინეტში და 
ცუდია მძღოლი რომ არ ხარ, 
არ ხარ მანქანის კაბინაში და
არც ქარხნის მუშა რომ არ ხარ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →