შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შიში

Janette 2 წლის წინ
მეშინია შემოდგომობით გაკრეჭილი ჭადრის ხეების,
გზაში მიმავალს ფოთლის შრიალის ნაცვლად
ქვაფენილის რაკა-რუკი რომ მომყვება მხოლოდ,
და იმ ზამთრისიც მეშინია, გარეთ რომ არ თოვს,
ან სულ მცირედში, რამდენიმე საათში, ატევს მთელი სეზონი
საკუთარი ვალის მოხდას, უძღები კაცობრიობის წინაშე.
მეშინია უმზეოდ ჩამქრალი ზაფხულის,
მშვიდი მარტისა და გაზაფხულის -
წვიმების გარეშე...
მეშინია ყველა იმ პროტესტის,
რომელსაც ბუნება აცხადებს ადამიანის წინაშე.

2024 შემო'დგომა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →