შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

"ადამიანი ადამიანისთვის დღეა!"

Janette 4 წლის წინ
რა შეიძლება იყოს უკეთესი სიკეთეზე? ადამიანის გახარებაზე, ადამიანობის გამოჩენაზე, ამ ემოციებით დაცლილ სამყაროში...
იმდენად გაიშვიათდა სხვისი მდგომარეობით დაინტერესება, სხვისთვის თანაგრძნობის გამოხატვა და, რაც მთავარია, სხვისი დახმარება, რომ სულ მცირე სიკეთეც კი წარმოუდგენელ აღფრთოვანებისა და დაუჯერებლობის განცდას ბადებს, დიდ სიხარულს, რომელიც კარგა ხანს გაგყვება და გულს გაგითბობს.
დღეს სიკეთის დანახვისას სამ სტადიას გადის ადამიანი. პირველი გაურკვევლობისა და დაუჯერებლობის ფაზაა, შემდეგ მოდის მეორე - მადლიერებისა და გახარების, მესამე კი ყველაზე რეალურია, ყველაზე საჭირო, ესაა სინანული და დაფიქრება ადამიანობაზე, გაიშვიათებულ ჰუმანურობაზე, რისი გააზრებაც გულს გიკუმშავს და ამაოებას განგაცდევინებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →