შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რუხი კედელი

დილით გამომეღვიძა,
თუ არა,შენი სახლის
რუხ კედლად გადავიქეცი.
მაშინვე მივხვდი,
შენთვის ყველაფერი
შემეძლო გამეგო,
მანამ,სანამ ახალი ამბების
ბეჭდურ ვერსიას გადამაკრავდნენ,
ნაცრისფერ ანფასზე...
და ჩემი კედლის პირით,
გაზეთის მოყვითალო
ფურცლები იტყოდა,
ორიოდ სიტყვას...
ჩემი გაუჭრელი ბაგე,
ღიობიც კი არ მოსჩანდა,
ოდნავ ჰაერის ნაკადს
რომ შეეღწია,
თოვლიან ღამეს ალაპარაკდა,
შენი ლანდი დარჩა ზედ-
წარსულის ჩრდილი.
რუხ კედელზე მოძრავი,
აწმყოს მდინარებას მიმღვრევდა...

2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →